Wednesday, November 27, 2019

ქართული რეფლექსია

რეფლექსია:
  კლასში მყავს  უმეტესი არაქართველი ბავშვი, ზემოთ როგორც ავღნიშნე, მათ ძალიან უჭირთ ქართული საუბარი მეტყველება, მიუხედავად იმისა  რომ, უკვე  სამი  წელია ჩემთნ სწავლობენ, შესაბამისად ჩემი დევიზისა ,,არც ერთი ჩამორჩენილი კლასში" მაინც  უჭირთ ქართული ენის წერა- კითხვა, მე ყოველნაირად ვცდილობ ეს დანაკლისი  წრის მეცადინეობით შევუვსო ბავშვებს და განვახორციელო მათი ცოდნის განმტკიცება.

 ამ დიდი შრომით მინდა განუვითარო  მათ ქართული სწორი მეტყველება,  წრის მეცადინეობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ,  ჩემი მეთოდებით,  დამანახა  რომ, მათთან შემოქმედებითი სწავლებით მივაღწევ შედეგს. შემოქმედებითი საქმიანობა ჩემი აზრით ყველაზე კარგი მიდგომაა ბავშვების ცოდნის განმტკიცებისთვის, რომ ხალისით აითვისონ ესა თუ ის თემა.

ჩემთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა, ახალი წიგნები, სწავლების ახალი მეთოდური   მრავლმხრივი  მიდგომები, ბავშბების მიმართ, მათ  ახალი და  თავისუფალი მიდგომებით უფრო  გამოუმუშავდებათ ქართული ენისადმი სიყვარული, მისი კითხვისა და წერის სტრატეგიების განმტკიცება.
 ბავშვებმა  და მათმა მშობლებმა,  შეიცნეს რომ ენა საკუთარი და ენა იმ ქვეყნის სადაც  ცხოვრობ აუცილებლად უნდა იცოდე, რათა გაგიადვილდეს, ხალხთან კომუნიკაციისა და თვით რეალიზაციის უნარი , შეიცნონ სამყაროს ერთიანობა  და პრობლემების აღმოფხვრას  გაუმკლავდნენ  საკუთარი ძალებით.  მე და ჩემი ბავშვები, მშობლების დიდი სურვილით ვაგრძელებთ მეცადინეობას (III  კლასის სახელმძღვანელო  ნინო გიორგაძისა და  თამაზ გაბოძის წიგნების ხემძღვანელობით ,,ტესტური დავალებები")  სასწავლო წლის ბოლომდე, რათა ბავშვებმა უკვე გაითვიცნობიერეს, აღიქვეს  ესთეტიკური აღქმისა და განცდის უნარი.

No comments:

Post a Comment

                                               სოციალუ რი  პროე ქტი- „ ბიბლიოთეკა “ ავტორი - თეთრიწყაროს რაიონი სოფელ მარაბდის საჯარ...