Sunday, December 1, 2019

მუსიკა რეფლექსია

საგანი:  მუსიკა
მუსიკის წრის მუშობა მეტად აქტიური გახდა ჩემი კლასის ბავშვებისათვის. მეტად საინტერესო გამომივიდა ინტეგრირებული გაკვეთილები, თემის ყველა საგანს დავუკავშირე მუსიკა, რათა ბავშვებს გაეგოთ  რომ მუსიკა არის ყველგან და ყველაფერში და მას გულსიყურით უნდა ვუსმინოთ და შევისწავლოთ. გაიგეს რომ ყველანაირი საქმიანობა დამოკიდებულია მუსიკაზე და მის განწყობაზე.  მუსიკა საქმიანობის ერთ-ერთი გზამკვლევია.
ჩემთვის უცხო არ იყო წრის მეცადინეობა, პედაგოგიური მუშაობის დაწყების დღიდან დამატებით საათს ყოველთვის ვატარებდი და შედეგიც მქონდა, ბავშვებს უიოლდებოდათ ნასწავლი მასალის ცოდნის განმტკიცება და ეხლა კი ახალმა მეთოდებმა და მიდგომებმა კიდევ უფრო ხალისიანი და მოტივირებული გახადა ჩვენი საქმიანობა ახალ სასწავლო პრინციპებთან. კომპიუტერის სწავლება და ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში. ბავშვებს ისტის საშუალებით მოვასმენინე ხალხური მუსიკა, ვანახე ხალხური საკრავები და მოვასმენიე ისტორიები მათ შესახებ.
მუსიკაში ისტის გამოყენებით გაუადვილდათ ბავშვებს მასალის აღქმა და გამოყენება. რითაც განუვითარდათ ძიების, მოსმენის, კითხვის და ძველი ტრადიციული ნივთების გაფრთხილების უნარი. ჩავატარეთ პრეზენტაცია მშობლებთან და მათი სურვილით მუშობას ვაგრძელებთ წლის ბოლომდე.
ამით მომავალში ვფიქრობთ მეტი ღონისძიებების დაგეგვმას.

No comments:

Post a Comment

                                               სოციალუ რი  პროე ქტი- „ ბიბლიოთეკა “ ავტორი - თეთრიწყაროს რაიონი სოფელ მარაბდის საჯარ...